N A R R A T I V E SGEAutographs...

2026 წლის პირველი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები იზრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესები მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ისინი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

ცვლილებები შეეხება როგორც ჯარიმების ოდენობას, ასევე განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამკაცრებას.

მანევრირების წესების დარღვევა – 100 ლარი

სიჩქარის გადაჭარბება (15–40 კმ/სთ) – 100 ლარი

საავარიო ვითარების შექმნა – 300 ლარი (განსაკუთრებით განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში)

ამავე მუხლის ფარგლებში მოქმედებს ქულათა დაკლების სისტემაც, რომელიც დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავდება.

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 50 ლარი

მობილური ტელეფონის გამოყენება მართვისას – 50 ლარი

ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ავარიების დროს ტრავმების შემცირებას.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – 50 ლარი

ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა (დიდ ქალაქებში) – 100 ლარი

დრიფტი (მსუბუქი ზიანის შემთხვევაში) – 500 ლარი

დამატებით: მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით

ტროტუარზე მოძრაობა – 200 ლარი

თბილისში სატვირთო ტრანზიტის წესების დარღვევა – 500 ლარი

სატრანსპორტო საშუალებით გამიზნულად გზის გადაკვეთა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რომელიც გამოიწვევს მოძრაობის შეფერხებას - ჯარიმა 1000 ლარი და ამასთან ერთად, მართვის უფლების შეჩერება ერთი წლის ვადით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სიჩქარის კონტროლს, აგრესიულ მართვას და ქვეითთა უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათი მთავარი მიზანი არის არა ფინანსური სანქცია, არამედ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა ამბობს, რომ ცვლილებების მთავარი მიზანია:საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება,ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება და მძღოლების ქცევის დისციპლინირება.

საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიღება - 84 ხმით (2026 წლის 17 მარტი):

https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216?publication=615